შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული რუსთაველის გოგოს, ხატია დევსურიშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
"ეს გოგონა ყველაზე მძიმე პაციენტი იყო და ოდნავ უკეთესი მდგომარეობა აქვს. არ დამძიმდა უფრო მეტად. წნევას ვერ იჭერს თავისით და არის მედიკამენტებზე, სწორედ ამ მედიკამენტების დოზა მცირედით შემცირდა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ლალი ტურძილაძემ.
მისივე თქმით, ხატიამ თითებიც გაამოძრავა.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 2 რუსთაველია. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ხატიას და მედეა დევსურიშვილია, მეორე კი მათი მეგობარი მაკო კუდარავაა.