რუსთავში კოვიდ19-ზე ტესტის პასუხები ცნობილია

2020-08-29 11:01:45

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან ლაბორატორიულ კვლევებზე გუშინ გაგზავნილი 5 პაციენტის ბიოლოგიური მასალის პასუხი ცნობილია და კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაფიქსირებია.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ზონიდან ლაბორატორიაში კიდევ 2 პაციენტის საკლვლევი მასალა.

შეგახსენებთ, რუსთავში კორონავირუსის 15-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული და ამ დროისთვის ყველა მათგანი გამოჯანმრთელებულია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები