რუსთავში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.
კერძოდ, კონსტიტუციის ქუჩაზე, (კოსტავა#14 დან ასლანიკაშვილის კვეთამდე) ფეხით სავალი ბილიკები და ბორდიურები მოეწყობა. ასევე გაკეთდება გაზონები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება ახალი განათების სისტემაც, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის უკეთეს ვიზუალურ, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ განათებას.
ინფრასტრუქრურული პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყობა ფანცულაიას ქუჩაზე არსებული ფეხით სავალი ბილიკებიც. მესხიშვილის ქუჩაზე კი საპარკინგე ადგილები გაკეთდება.
სამუშაოებს რუსთავის მერიის დაკვეთით, შპს ,,გზა’’ ახორციელებს.