რუსთავში გზები მორეცხეს.
"რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა გზების მორეცხვის სამუშაოები ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყეს. მანამდე კი, გზების სავალი ნაწილი ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილი ნაშალი მასალისა და ქვა-ღორღისაგან გაწმინდეს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, გზის მორეცხვის სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრის სპეც ტექნიკის დახმარებით ჩატარდა.