ერთ კვირაში დაჯარიმებული რამდენიმე ასეული რუსთაველი

2020-08-30 00:20:59

ადგილი, რუსთავში, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ვიდეო-თვალი მძღოლებს ყველაზე ხშირად აჯარიმებს.

ბოლო ერთ კვირაში მხოლოდ ერთ ლოკაციაზე რამდენიმე ასეული მძღოლი დაჯარიმდა. ყველაზე მრავალჯარიმიანი მონაკვეთი მეგობრობის გამზირი, კონკრეტულად რუსთაველის ძეგლიდან ახალგაზრდობის პარკამდე.

აღნიშნულ ლოკაციაზე, მძღოლები ვიდეო-თვალის მიერ ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმდებიან. ჯარიმა 50 ლარია. აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშანი უფუნქციოა, დღის მანძილზე შუქნიშანზე მხოლოდ მწვანე ფერი ანთია, ასევე ჩართული არ არის წამზომი, რის გამოც მძღოლები აღნიშნულ მონაკვეთს დაბრკოლების გარეშე გადიან.

შეგახსენებთ, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შსს-მ რუსთავში, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 2 ახალი სექცია ამოქმედდა.

1. მეგობრობის გამზირიდან (შ.რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ), მეგობრობის გამზირისა და ზ.ფალიაშვილის ქუჩის კვეთამდე. (ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ).

2. მეგობრობის გამზირისა და ზ.ფალიაშვილის ქუჩის კვეთიდან რუსთავი, მეგობრობის გამზირამდე. (შ.რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ) რუსთავი, (ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ).