ცვლილება რუსთავის ბიუჯეტში

2020-08-27 21:29:16

რუსთავის საკრებულომ ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა.

კორონავირუსის პანდემიის დროს კერძო ბიზნესისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების გამო ქალაქის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების შესრულების დინამიკის გათვალისწინებით გეგმა 4 846 300 ლარით შემცირდა, თუმცა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს N1570 განკარგულებით რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის გამოიყო ფინანსური დახმარება 3 100 000 ლარის ოდენობით.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ამის მიუხედავად ბიუჯეტში სხვადასხვა პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსებები გაიზადა.

ონიანის თქმით, 50 ლარით მოიმატა ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურებამ. ხელფასი დაახლოებით 100 ლარით გაეზარდათ დასუფთავების, გამწვანებისა და სხვა მომუშავეებს.

ასევე მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემას თანხები დაემატა ახალი 40 ავტობუსისათვის საჭირო პროგრამული და ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად.

გაიზარდა სტუდენტთა სწავლის დაფინანსება, სამედიცინო დახმარებების პროგრამები და საცხოვრებელი სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები