რუსთავის ნაწილს ელ.ენერგია არ მიეწოდება

2020-08-27 11:04:17

რუსთავის მოსახლეობის ნაწილს ელ.ენერგია დილიდან არ მიეწოდება.

ელექტრომომარაგება შეზღუდული აქვს მეგობრობის და ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილს. როგორც ენერგო პრო ჯორჯიაში ინფო რუსთავს განუცხადეს, შეზღუდვის მიზეზი კომპანია რუსთავის წყალის მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებია.

"უსაფრთხოების გამო გაითიშა დენი, 17:00-18:00 საათამდე მოხდება ელ.ენერგიის აღდგენა",- განაცხადეს კომპანიაში.