რუსთავში, ქუჩაში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს

2020-08-26 00:39:05

რუსთავში, ქუჩაში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში, სუპერმარკეტ "მადაგონი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი გამვლელებმა ასფალტე დაგდებული ნახეს. ადგილობროვების ინფორმაციით მამაკაცს სავარაუდოდ ნარკოკომა ჰქონდა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

ექიმებმა, მამაკაცს, სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.