5 წლის ბავშვი გასაბერი კამერით ტალღებმა ზღვის სიღრმეში გამორიყა. [ვიდეო/video]
საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში ბავშვი ნაპირზე მშობლებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც ტალღებმა ისე გაიტაცეს, რომ მშობლებმა ვერც კი შეამჩნიეს
ბავშვის გაუჩინარების შემჩნევისას, 5 წლის გოგოს დედ-მამა ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. მათ კი ზღვაში სამგზავრო ბორანის ეკიპაჟის წევრებს ბავშვის შესახებ ინფორმაცია გადასცეს.
ბორანზე მყოფებმა, საბედნიეროდ, ბავშვი მათ სიახლოვეს
იპოვეს და წყლიდან ამოიყვანეს.
ამის ამსახველი ვიდეოკადრები ბორანზე მყოფებმა გადაიღეს.