შატილის გზაზე მომხდარ ავარიას დედა-შვილის მაია მამუჩაშვილის და მისი 31 წლის ქალიშვილის ნუცა ყანადაშვილის სიცოცხლეც ემსხვერპლა. ნუცა დედასთან ერთად ხევსურეთის ტურში იმყოფებოდა.
ტრაგიკული შემთხვევის დროს გარდაცვლილი დედა-შვილი, ექსპერტიზის ჩასატარებლად რუსთავის პროზექტურაში გადმოასვენეს.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 2 რუსთაველია. სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.