შატილის გზაზე მომხდარ ავარიას რუსთაველი ახალგაზრდები ემსხვერპლნენ. გარდაიცვალა 2 რუსთაველი ახალგაზრდა 1 კი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია რომ ავარიას 3 რუსთაველი ახალგაზრდის სიცოცხლე ამსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ მესამე რუსთაველი ამ წუთებში სიცოცხლეს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ებრძვის და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"უტარდება ოპერაცია ამ ეტაპზე მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელია, შესაბამისად გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა",- აცხადებენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.
3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.