ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე გვიან ღამით მოხდა. გზაჯვარედინზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად 1 მამაკაცი დაშავდა, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.