ვინ იქნება რუსთავიდან "ქართული ოცნების" სიაში.
"ინფო რუსთავმა" გაარკვია თუ ვის განიხილავენ პარტიაში პროპორციულ სიაში ჩასასმელად.
არსებული ინფორმაციით საქართველოს მასშტაბით, გარდა მაჟორიტარისა, აღნიშნული ოლქიდან ასევე იქნება 1 პირი, რომელსაც პარტია სიაში შეიყვანს.
ამ დროისთვის საუბარია 3 პირზე. ესენი არიან: დავით იშხნელი, ნინო ქავთარაძე და მამუკა ხელაია.
დავით იშხნელი რუსთავის ბოლო 2 მოწვევის საკრებულოს წევრია, ხოლო ნინო ქავთარძე ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს, მამუკა ხელია კი რუსთაველი ბიზნესმენია.
თუ რომელზე შეაჩერებს პარტია არჩევანს ჯერ უცნობია. პროპორციულ სიებს "ქართულ ოცნებაში" სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს წარადგენენ.