საპროტესტო ტალღა ბელარუსში [video]

2020-08-23 19:21:53

ბელარუსში 9 აგვისტოს დაწყებული საპროტესტო ტალღა არ ცხრება. [ვიდეო/video]

მორიგი მასშტაბური აქცია იმართება დედაქალაქში, მინსკში, სადაც მთელი ყვეყნიდან 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომაა.

აქციის მონაწილეები მინსკის ცენტრში შეიკრიბნენ, იქიდან კი მსვლელობით მთავრობის სახლისკენ მიემართებიან.

სპეცრაზმი და ქვეყნის ჯარი სრულ მზადყოფნაში არიან.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამამულო ომის მემორიალებისა და ძეგლების დაზიანებას არ დაუშვებენ და ამ ადგილებში წესრიგის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს საქმე ექნებათ ჯართან.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსიში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც არჩევნებში კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, რომელიც ბოლო 26 წელია ქვეყნის სათავეშია.

ლუკაშენკო მოსახლეობის ნაწილმა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების დასაშლელად ლუკაშენკომ პოლიცია და სპეცრაზმი გამოიყენა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები