თურქეთში სტიქიას ებრძვიან [video]

2020-08-23 17:45:23

თურქეთში სტიქიას ებრძვიან.[ვიდეო/video]

გადაუღებელი ძლიერი წვიმის გამო შავის ზღვის პირა ქალაქ გირესუნში დიდი რაოდენობით წყალი მოვარდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, სტიქიას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის 11 გაუჩინარებულია, ხოლო 10-ზე მეტი დაშავებული.

"ამ დროისთვის რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები კი ისევ მიმდინარეობს 11 გაუჩინარებულის საპოვნელად. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ჟანდარმენიის ოფიცერია",- განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

სულეიმან სოილუს თქმით, მსგავსი სტიქიის მომსწრე ის არასდროს გამხდარა.

"უნდა ვთქვა, რომ არამგონია პარლამენტის წევრებს, მერსა და მე მსგავსი რამ მანამდე გვენახოს. ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი კატასტროფებისგან. მაღაზიების უმეტესობა ნამსხვრევებითა და მიწითაა ავსებული. მინახავს მიწისძვრები, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა. საკუთარ მტერსაც კი არ ვუსურვებ მსგავს რამეს. მინდა მივუსამძიმრო დერლისისა და გირესუნის ყველა მცხოვრებს",- აცხადებს სულეიმან სოილუ.

წყალდიდობის გამო დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი, წყლის ძლიერმა ნაკადმა კი სატვირთოები და მსუბუქი ავტომობილები გაიტაცა.

შეგახსენებთ, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარის რეგიონშიც, დაიტრობა ბათუმი და რამდენიმე მუნიციპალიტეტი. გადაუღებელი წვიმის გამო პრობლემები შეიქნმა საავტომობილო გზაზეც, რამაც საცობი წარმოშვა.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები