კალიფორნია კატასტროფის ზონად გამოაცხადა [video]

2020-08-23 13:40:20

კალიფორნიის შტატი დონალდ ტრამპმა კატასტროფის ზონად გამოაცხადა. [ვიდეო/video]

ამის მიზეზი შტატში 400,000  ჰექტარზე გავრცელებული ხანძარია, რომელსაც, BBC-ის ინფორმაციით, 14 ათასამდე მეხანძრე ებრძვის.

ქარია გამო, საფრთხეს იქმნება, რომ ხანძარი უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელდება და შესაძლოა უფრო მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიამდეც მივიდეს.

ხანძარს სულ მცირე 6 ადამიანი უკვე ემსხვერპლა, მათ შორისაა ვერტმფრენის პილოტი, რომელიც ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობდა. 42 ადამიანი დაშავდა, ხოლო ასობით შენობა დაიწვა.

ცეცხლის კერების მიმდებარედ დასახლებული რამდენიმე ათასი ადამიანი ევაკუირება მოხდა, ასევე უკვე გაფრთხილებულები არიან შტატის სხვადასხვა ქალაქის მცხოვრებლები, რომ მათ შესაძლოა სახლების დატოვება მოუწიოთ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი მეხის დაცემა გახდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები