რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "BMW-ს"მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.