რუსთავის მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.
ელ.ენერგია არ მიეწოდება კონსტიტუციის, ბარათაშვილის, კოსტავას და სუმგაითების ნაწილს.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ელ.ენერგიის შეზღუდვა მიწისქვეშა კაბელის დაზიანებამ გამოიწვია.
"ამ დროისთვის კომპანიის წარმომადგენლები უკვე მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ელ. ენერგიის მიწოდება დღის პირველ ნახევარში მოხდება"-აცხადებენ კომპანიაში.