მესის პატიმრობა მიუსაჯეს

2017-05-24 16:34:13

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ  „ბარსელონას“ ცნობილ ფეხბურთელს 21 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. 29 წლის არგენტინელ ფეხბურთელს ბრალად გადასახადებისგან თავის არიდება ედება. კერძოდ, 2007-2009 წლებში ლიონელ მესიმ ესპანეთის მთავრობას 4.1 მილიონი ევრო დაუმალა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში ეკონომიკური დანაშაულისთვის პირი 2 წლით თავისუფლების აღკვეთით არ ისჯება, ამიტომ ისინი ციხეში სასჯელს არ მოიხდია, თუმცა პროკურორი მესისა და მამამისისთვის 3 წლიან პატიმრობას ითხოვდა, რომელიც სასამართლომ 1 წლამდე და 9 თვემდე შეამცირა. გარდა ამისა, მესის 2 მილიონამდე ევროს, მამამისს კი 1,5 მილიონი ევროს ოდენობის თანხის ჯარიმის სახით გადახდა მოუწევთ.