რუსთავში სიჩქარის კონტროლის ახალი სექციები ამოქმედდა

2020-08-22 00:02:44

რუსთავის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 2 ახალი სექცია ამოქმედდა.

იხილეთ, თუ რომელ ქუჩებზეა განთავსებული სიჩქარის მაკონტროლებელი კამერები და რამდენია ნებადართული სიჩქარე.

1. ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირიდან (შ.რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ), მეგობრობის გამზირისა და ზ.ფალიაშვილის ქუჩის კვეთამდე. (ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ).

2. მეგობრობის გამზირისა და ზ.ფალიაშვილის ქუჩის კვეთიდან რუსთავი, მეგობრობის გამზირამდე. (შ.რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ) რუსთავი, (ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ).

გარდა ამისა სიჩქარის კონტროლისთვის კამერები შსს-მ ქვემო ქართლში კიდევ 14 ლოკაციაზე განათავსა.

1. მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-3 კილომეტრიდან (თბილისის გასასვლელი ფონიჭალა), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-11 კილომეტრმდე (თელეთი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

2. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-11 კილომეტრიდან (თელეთი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-15 კილომეტრამდე (კუმისი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

3. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-15 კილომეტრიდან (კუმისი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-19 კილომეტრამდე (თეთრი წყაროს გადასახვევი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

4. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-19 კილომეტრიდან (თეთრი წყაროს გადასახვევი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 26-ე კილომეტრამდე (მარნეული 9 მაისის ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ).

5. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 26-ეკილომეტრიდან (მარნეული 9 მაისის ქუჩა), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 29-ე კილომეტრამდე (მარნეული ბარათაშვილის ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

6. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 29-ე კილომეტრიდან (მარნეული ბარათაშვილის ქუჩა), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 26-ე კილომეტრამდე (მარნეული 9 მაისის ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

7. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 26-ე კილომეტრიდან (მარნეული 9 მაისის ქუჩა). ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-19 კილომეტრამდე (თეთრი წყაროს გადასახვევი). (ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ).

8. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-19 კილომეტრიდან (თეთრი წყაროს გადასახვევი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-15 კილომეტრამდე (კუმისი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

9. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-15 კილომეტრიდან (კუმისი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-11 კილომეტრამდე (თელეთი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

10. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-11 კილომეტრიდან (თელეთი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-3 კილომეტრამდე (თბილისის გასასვლელი ფონიჭალა). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

11. თბილისის შემოვლითი გზის 41-ე კილომეტრიდან (სოფ. გამარჯვება), თბილისის შემოვლითი გზის 48-ე კილომეტრამდე (სოფ. გაჩიანი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

12. თბილისის შემოვლითი გზის 48-ე კილომეტრიდან (სოფ. გაჩიანი), თბილისის შემოვლითი გზის 41-ე კილომეტრამდე (სოფ. გამარჯვება). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

13. თბილისის შემოვლითი გზის 34-ე კილომეტრიდან (ლოჭინის კვანძი) თბილისის შემოვლითი გზის 41-ე კილომეტრამდე (სოფ. გამარჯვება), (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ)

14. თბილისის შემოვლითი გზის 41-ე კილომეტრიდან (სოფ. გამარჯვება), თბილისის შემოვლითი გზის 34-ე კილომეტრამდე (ლოჭინის კვანძი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები