"ბაგაში აღსაზრდელთა მაქსიმალური რაოდენობა 30, ხოლო უფროს ჯგუფში 40 იქნება",- ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს.
როგორც გაერთიანებაში განაცხადეს, პანდემიის მიუხედავდ ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობის შემცირება არ იგეგმება და წელსაც იგივე რაოდენობის ბაშვი იქნებიან ერთ ჯგუფში, როგორც წინა წლებში.
"2020-2021 სასწავლ წელს საბავშვო ბაღები 7040 აღსაზრდელს მიიღებს, აქედან, ბაგაში ირიცხება 30 აღსაზრდელი, ხოლო უფროს ჯგუფში 40 აღსაზრდელი. მხედველობაში თუ მივიღებთ ფაქტს, რომ აღსაზრდელთა ყოველდღიური დასწრების მაჩვენებელი არ სცდება 70%-75%-ს ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობა ბევრად მცირეა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პრაქტიკულად მოგვარებულია ბაღში ჩარიცხვის პრობლემა, არის საკმარისი ადგილები და ამიტომ, თავისუფალი დასწრების რეჟიმით, კიდევ უფრო მცირდება ბვშვთა რაოდენობა ჯგუფებში",- აცხადებენ გაერთიანებაში.
შეგახსენებთ, რომ საჯარო ბაღებში ახალი სასწავლო წელი 2 ოქტომბერს განახლდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ინფო რუსთავს განუცხადეს, საჯარო ბაღებს არსებული რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ მუშაობის გაგრძელება.
"სავალდებულო იქნება ფილიალების შესასვლელებში სადეზინფექციო ბარიერების განთავსება და ტემპერატურის გაზომვა. მოხდება ასევე აღსაზრდელების ხელების დეზინფიცირება", - განუცხადეს ინფო რუსთავს ჯანდაცვის სამინისტროში .