Gmail შეფერხებით მუშაობს

2020-08-20 12:13:21

Gmail, Google drive, Google docs და გუგლის სხვა სერვისები მსოფლიოს გარშემო შეფერხებით მუშაობს.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, რომ ისინი ვერ აგზავნიან შეტყობინებებს Gmail-ზე და ვერ ტვირთავენ ფაილებს გუგლ დრაივზე.

რა გახდა შეფერხების მიზეზი მსოფლიოში ყველაზე დიდ კომპანიაში ჯერ პასუხი არ აქვთ და ისინი პრობლემის წარმოქნის პირველწყაროს იკვლევენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები