მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-08-20 01:15:14

21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 21 აგვისტო +34°C, 22 აგვისტო +27°C, 23 აგვისტო +25°C.