ვინ დაინიშნა და ვინ წავიდა გუბერნიიდან

2017-05-24 12:41:07

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები დაიწყო. გუნერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა თანამდებობა უკვე დატოვა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გრიგოლ ნემსაძის ერთ-ერთი მოადგილე ზაურ დარგალი იქნება, დარგალი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი იყო ქვემო ქართლში. "ინფო რუსთავს" აღნიშნულ სამინისტროში დაუდასტურეს ის ფაქტი, რომ ზაურ დარგალი სახელმწიფო მინისტრის აპარატში დღეიდან აღარ მუშაობს.

ამჟამინდელი გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის ახალ კადრებზე ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება.
შეგახსენებთ, გუბერნატორის მოადგილეების თანამდებობას კახაბერ გუგეშაშვილი და ნუგზარ სალია იკავებდნენ.