რუსთავში მეგობრობის N4, კოსტავას N19 (N21 ბაღის წინ), გარეჯის N1-სა და სპორტის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიებზე ახალი სპორტული მოედნები გაკეთდება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროექტებზე ტენდერები უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც მეგობრობის N4-ში ახალი მოედანი გაკეთდება, კოსტავას N19 (N21 ბაღის წინ) და გარეჯის N1-ის მიმდებარედ მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდება, ხოლო სპორტის ქუჩის N2-ის მიმდებარედ სპორტულ მოედანთან ერთად საბავშვო კუთხეც მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები და სპორტული სავარჯიშო ტრენაჟორები განთავსდება.
პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 259 624 ლარია გამოყოფილი.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები 45 კალენდარული დღეში უნდა დაასრულოს.