რა უთხრეს რუსთაველმა ბავშვებმა გახარიას [video]

2020-08-18 00:27:56

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის დროს პრობლემები რუსთაველი ბავშვების მშობლებსაც შეექმნათ. [ვიდეო/VIDEO]

ამის შესახებ ერთ-ერთმა რუსთაველმა ბავშვა პრემიერ-მინისტრს პირადად უთხრა.

17 აგვისტოს გიორგი გახარია რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატის წარსადგენად იყო ჩამოსული. წარდგენამდე მან რუსთავში არსებული ფეხბურთის აკადემია მოინახულა. ასევე დაათვალიერა ლეონიძის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

ერთ-ერთმა ბავშვმა პრემიერს უთხრა, რომ მისმა მშობლებმა 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ელექტრონული რეგისტრაცია ვერ გაიარეს. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი პრობლემა სხვა ბავშვების ოჯახებსაც შეექმნათ. პრემიერმა მის წარმომადგენელს, სავარაუდოდ, დახმარების მიზნით ბავშვის მონაცემების ჩაწერა სთხოვა.

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე პირველივე დღეს შეფერხებით მიმდინარეობდა, რის გამოც ბევრმა დარეგისტრირება ვერ მოახერხა.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა და შეფერხებისთვის ბოდიში მოიხადა.