კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ბაგა-ბაღების მუშაობაში კორექტირებას შეიტანს.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 14 სექტემბრიდან განახლდება, თუმცა ჯერ საბოლოოდ ცნობილია არ არის როგორ.
საბავშო ბაღებში აღსაზრდელებმა შესაძლოა ცვლების მიხედვით, დღეგამოშვებით იარონ.
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით და როგორ განახლდება სააღმზრდელო პროცესი.
მუშავდება რეკომენდაციები სკოლებისთვის და საბავშვო ბაღებისთვის, რომელიც უწყებათაშორისმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
გავრცელებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საბჭო ბაღებში სწავლის დაწყების ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ცვლების მიხედვით სწავლას განიხილავს, ანუ მაგალითად, ერთი ჯგუფში მყოფი ბავშვების ნაწილი ივლის ერთ დღეს, მეორე ნაწილი მეორე დღეს.