ხმაური რუსთავის პარკში

2020-08-17 21:43:10

ხმაური იყო რუსთავის ცენტრალურ პარკში.[ვიდეო/video]

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა, რომლის პარალელურადაც გიორგი ვაშაძის პარტიის აქტივისტებმა მდუმარე აქცია გამართეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა აქტივისტებს ქართული ოცნების ლიდერებთან მიახლოვების საშუალება არ მისცეს.

აქტივისტების განცხადებით, უცნობმა პირმა ერთ-ერთ მანთგანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

"ლაივის კადრში გვაქვს, ვინც ჩვენს ახალგაზრდას ხელი დაარტყა. აუცილებლად ამოვიღებთ მაგას ლაივის კადრიდან და ის აუცილებლად აგებს პასუხს.

მამის ტოლა კაცი მოვიდა აქ და შვილის ტოლას ურტყავს ხელს. ამაზე უნამუსობა თუ გინახავთ.
ჩაიდეს 45 მილიონი, გაისქელეს ჯიბეები. მოვედით აქ გასაპროტესტებლად, ალყაში მოგვაქციეს და თან მოდიან და ხელს გვირტყავენ
",- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

აქტივისტები მთავრობის წარმომადგენლებს ბრალს სდებენ, რომ მათ კორონავირუსის პანდემიის დროს 45 მილიონი იმ ბიზნესოპერატორებს გადაურიცხეს, რომლებიც შემდეგ პარტია "ქართულ ოცნებას" საარჩევნო კამპანიებს უფინანსებს.

"კორონავირუსის პერიოდში, ყველაზე მეტად როცა უჭირდა საზოგადოებას მაშინ აიღეს ამათ ეს ფული და თავიანთი ახლობლების ძმაკაცების კომპანიებს ჩაურიცხეს, რომლებიც მერე ამათ კამპანიებში ურიცხავენ ფულებს. სად გაქრა ეს ფული კაცმა არ იცის, ჩაიდეს ჯიბეში. ხალხი შიმშილობს და ელოდება კაპიკებს",- განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა აქტივისტმა.

აქტივისტები ფიზიკური შეურაცხყოფისთვის პროკურატურაში ჩივილს აპირებენ, თუმცა, მათი განცხადებით, ისინი უწყებას არ ენდობიან და იმედი არ აქვთ, რომ შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

ვიდეო იხილეთ აქ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები