მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-08-16 23:59:24

21 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა  მცირე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 17 აგვისტოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოდან +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 18 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 19-20 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 17-18 აგვისტოს +26, +28 გრადუსი იქნება, 19-20 აგვისტოს კი +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 18 აგვისტო +28°C,19 აგვისტო +29°C, 20 აგვისტო +32°C, 21 აგვისტო +33°C.