2020-08-16 10:30:02
რუსთავში მანქანა დაიწვა [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე "კია"-ს მარკის ავტომობილს გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.