პარიზი ისევ წითელ ზონად გამოცხადდა

2020-08-15 22:56:47

საფრანგეთის მთავრობამ პარიზი, მარსელი და მათი შემოგარენი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონებად გამოაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

პარიზის ხელახლა წითელ ზონად გამოცხადება საფრანგეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის სწრაფმა მატებამ გამოიწვია.

ვირუსის სწრაფი გავრცელება დაფიქსირდა ესპანეთში, სადაც ხელახალი შეზღუდვები დაწესდა.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაიხურა ღამის კლუბები და აიკრძალა საჯარო ადგილებში სიგარეტის მოწევა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 21 496 769 დადასტურებული შემთხვევაა, 766 198 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 248 365-მა გამოჯანმრთელება შეძლო.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები