მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-08-15 00:12:29

19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 15-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება.

თბილისში  შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 15 აგვისტოს +30, +32 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 18 აგვისტოს კი +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 15 აგვისტო +30°C,16 აგვისტო +26°C, 17 აგვისტო +25°C, 18 აგვისტო +28°C.