გადადის თუ არა კორონავირუსი საკვებიდან ადამიანზე

2020-08-14 11:21:07

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრაზილიიდან შემოტანილი გაყინული ქათმის ფრთებში კოროვირუსი აღმოაჩინეს, აქტუალური გახდა საკითხი იმის შესახებ, გადადის თუ არა კორონავირუსი ადამიანზე საკვებიდან.

ამ თემის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააკეთა. ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელის მაიკ რაიანის, თქმით ადამიანებს საკვები პროდუქტიდან ვირუსის გადადების არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ამის ჯერ-ჯერობით მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"ხალხს არ უნდა ეშინოდეს საკვების, საკვების შეფუთვების ან გამოძახებული საკვების. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ საკვებიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადება შესაძლებელია",- განაცხადა მაიკ რაიანმა.

ამავე მოსაზრებას იზიარებს ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. მათი თქმით არ არსებობს მტკიცებულება საკვებიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების. მათი რეკომედაციით, იქამდე სანამ საკვებ პროდუქტის მომზადებას ან მირთმევას გადავწყვეთთ, მთავარია კარგად დავიბანოთ ხელები. უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანი ვირუსით ზედაპირებზე შეხებით დაინფიცირდეს, ვიდრე საკვებიდან.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები