"ყალბი ინფორმაცია სიცოცხლეებს იწირავს"

2020-08-14 01:58:32

2020 წლის პირველ სამ თვეში კოვიდ19-თან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო მსოფლიოს მასშტაბით სულ მცირე 800 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ კვლევა ტორპიკული მეცნიერებისა და ჰიგიენის ამერიკულმა ჟურნალმა ჩაატარა.

სოციალურ ქსელებში ვირუსთან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო კი 6000-მდე ადამიანი საავადმყოფოში აღმოჩნდა.

გარდაცვლილთა შორის უმეტესობამ კორონავირუსის პრევენციისთვის მეთანოლზე ან ალკოჰოლურ ნივთიერებაზე დამზადებული საწმენდი საშუალებები დალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, "ინფოდემია", კორონავირუსის შესახებ არასწორი ინფორმაცია, თავად COVID19-ვით სწრაფად გავრცელდა.

ჯანმომ კოვიდ19-თან დაკავშირებული მითების სიაც კი შეადგინა.

ყველაზე ხშირად გავრცელებული მითები კორონავირუსისგან დასაცავად იყო: სხვადასხვა ალკოჰოლური ნივთიერების შემცველი ხსნარების დალევა, ბევრი ნიორის ჭამა და ვიტამინების მიღება, მდუღარე წყლით ბანაობა და სხვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები