იტალიაში ქართველი დააკავეს

2020-08-16 15:21:59

იტალიაში 38 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური მედია მილანის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქართველმა კაცმა მილანის ცენტრში ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში 3000 ევროს ღირებულების ტანისამომსი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის მაღაზიის მფლობელმა შეამჩნია, ველოსიპედით უკან გაეკიდა და მისი დაჭერა მოახერხა, პარალელურად კი პოლიცია გამოიძახა.

იტალიის პოლიციამ მამაკაცი დააკავა და, როგორც აღმოჩნდა, ქურდობასთან ერთად ის ქვეყანაში არალეგალურადაც იმყოფებოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები