რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან ლაბორატორიულ კვლევებზე 13 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
ბახტაძის ინფორმაციით, 13-ვე პაციენტი კოვიდუარყოფითია.
როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ზონიდან ლაბორატორიაში კიდევ 3 პაციენტის საკლვლევი მასალა გაიგზავნა.