რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-08-12 19:21:27

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს 07:00-დან 07:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: ლეონიძის, შარტავას, მესხიშვილის, მეგობრობის, ლომოურისა და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს შარტავას, ლეონიძის, ტაშკენტის,მე-15, მე-7, მე-14 მიკრორაიონებში, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.