TOP3 სკოლა ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით

2020-08-18 00:03:34

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ძირითად საგნებში უკვე გამოქვეყნდა.

"ინფო რუსთავი" ამ ხნის განმავლობაში უწყვეტად ავრცელებდა ინფორმაციას რუსთველი მაღალქულიანი აბიტურიენტების შესახებ. საინფორმაციო სააგენტომ რუსთაველი კურსდამთავრებულების შედეგები გამოაქვეყნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში, ისტორიასა და მათემატიკაში. მაღალქულიანი აბიტურიენტების სიის მიხედვით გამოვლინდა, რომელი სკოლის მოსწავლეები ლიდერობენ მიმდინარე წელს რუსთავში, ყველაზე მაღალი შეფასებებით.

ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ TOP3 სკოლას, 2020 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით.

III ადგილი - #22 საჯარო სკოლა. სკოლას მიმდინარე წელს 32 მაღალქულიანი აბიტურიენტი ჰყავს და შეიძლება ითქვას, რომ წინა წლის რეიტინგებთან შედარებით, დაწინაურებულია.

ქართული ენა და ლიტერატურა - 7 მაღალქულიანი

უცხოური ენები - 14 მაღალქულიანი

ისტორია - 9 მაღალქულიანი

მათემატიკა - 2 მაღალქულიანი;

II ადგილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის #24 ქართული გმინაზია. სკოლის 56-მა აბიტურიენტმა 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღო.

ქართული ენა და ლიტერატურა - 13 მაღალქულიანი

უცხოური ენები - 19 მაღალქულიანი

ისტორია - 8 მაღალქულიანი

მათემატიკა - 5 მაღალქულიანი;

I ადგილი - ჟიული შარტავას სახელობის #4 საჯარო სკოლა. რაც შეეხება აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, ამ სკოლას წელს უმაღლესი შედეგების მქონე 60 კურსდამთავრებული ჰყავს. წინა წელთან შედარებით, "ინფო რუსთავის" რეიტინგებში, ეს სკოლაც დაწინაურდა და მე-2 ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა.

ქართული ენა და ლიტერატურა -  11 მაღალქულიანი

უცხოური ენები - 37  მაღალქულიანი

ისტორია - 8 მაღალქულიანი

მათემატიკა - 4 მაღალქულიანი;

აღსანიშნავია, რომ „ინფო რუსთავის“ მიერ გამოქვეყნებული მაღალქულიანი აბიტურიენტების სიის მიხედვით, ასევე ლიდერობენ #2 და #20 სკოლები.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები