რუსთავის ცხელების ზონაში ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფო რუსთავს ინფორმაცია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ინფიცირებული 45 წლამდე ქალია და ის ყარაჯალარის მკვიდრია. ქალი საავადმყოფოში სხვა სიმპტომებით შეიყვანეს, თუმცა კორონავირუსზე ტესტი მაინც ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ ის ინფიცირებული იყო.
გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძის თქმით, ქალი ინფიცირებულ ოჯახის წევრთან კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდა.