ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მაგისტრალზე მაღალი სიჩქარით მოძრავი "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილი ჯერ "სუზუკი"-ს მარკის ავტომობილს დაეჯახა უკნიდან და შემდეგ არხში გადავარდა. "სუზუკი"-ს მარკის ავტომობილი კი ინეტრციით "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი.
პაციენტები კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.