რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-08-11 17:55:12

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს 06:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: ლეონიძის, მესხიშვილის, ბალანჩივაძის, შარტავას, აღმაშენებლის, წმინდა ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.