პუტინი: ვაქცინა მზადაა

2020-08-11 13:56:36

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, თქმით, კორონავირუსის რუსული წარმოების ვაქცინა მზადაა და ის უკვე დაარეგისტრირეს.

პუტინმა მთავრობის წევრებთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, რომ ვაქცინას ყველა საჭირო შემოწმება უკვე ჩატარებული აქვს.

როგორც ვლადიმერ პუტინი ამბობს, ვაქცინა უკვე გაიკეთა მისმა შვილმა, რომელსაც შედარებით მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს.

რუსეთის განცხადების მიუხედავად, მათ ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზა არ ჩაუტარებიათ. მათი თქმით, გამოცდის მესამე ფაზა მას შემდეგ დაიწყება, როცა სახელმწიფო ვაქცინას დაარეგისტრირებს.

რუსეთს ვაქცინის ტესტირების, მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არანაირი მონაცემები არ გამოუქვეყნებია, თუმა პუტინი იმედოვნებს, რომ ვაქცინის მასობრივი წარმოება მალე დაიწყება.

კრიტიკოსების ვაქცინის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ და ფიქრობენ, რომ ვაქცინის ასე სწრაფად შექმნა, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური ნაბიჯია, რომლითაც რუსეთი მსოფლიოში თავის წარმოჩენას ცდილობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები