ეკლესია დაარბიეს

2020-08-11 12:15:25

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაარბიეს და გაძარცვეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარში დაზიანებულია ხატები, გატეხილია ფანჯარა, საიდანაც, სავარაუდოდ, მძარცველი ეკლესიაში შევიდა და წაღებულია შესაწირი.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგანს საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც  ქურდობას ნიშნავს.