ბელარუსში პროტესტს მსხვერპლი მოჰყვა [photo]

2020-08-11 02:57:18

ბელარუსსში საპროტესტო აქციას მსხვერპლი მოჰყვა.

ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს სპიკერის ალექსანდრე ლასტოვსკის განცხადებით, აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს შორის დაპირისპირებისას, ერთ-ერთმა აქტივისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობის სროლა სცადა, რა დრო დროსაც მოწყობილობა ხელებში აუფეთქდა და გარდაიცვალა.

დაპირისპირება სპეცრაზმსა და აქტვისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 3000-ზე მეტმა აქციის მონაწილემ მეტროსადგურ "პუშკინსკაიასთან" ბარიკადების აღმართვა სცადა.

ბელარუსში არეულობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდე ლუკაშენკომ, 80%-ით  გაიმარჯვა.

ლუკაშენკო ამ თანამდებობას მეექვსედ დაიკავებს.

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდა.

რამდენიმე ათასეული ადამიანი პოლიციამ წყლის ჭავლებითა და ცრემლსადები გაზით დაშალა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქტივისტების დასაშლელად რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.

ორ დღიანი აქციების შედეგად დაკავებულია რამდენიმე ათასი ადამიანი, დაშავებულია ათობით და გარდაცვლილია ერთი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები