რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-08-10 16:35:20

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს 07:00-დან 07:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, შარტავას, მესხიშვილის, მეგობრობის, ლებანიძის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, ტაშკენტის, ლომოურის, მეგობრობის, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.