მესტიაში საკარანტინე შეზღუდვები წესდება

2020-08-10 15:04:32

მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები წესდება - ამის შესახებ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში შესვლა და გასვლა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იკრძალება.

მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლას პოლიცია გააკონტრელებს. ყველა ტურისტი კი საკარანტინე რეჟიმში განთავსდება.

შეგახსენებთ, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსული ინფექციის 17 შემთხვევა გამოვლინდა.