მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-08-09 22:20:57

10 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 11 აგვისტომდე ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 11 აგვისტოდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 3-5 გრადუსით დაიკლებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 10 აგვისტო +34°C,11 აგვისტო +32°C, 12 აგვისტო +34°C, 13 აგვისტო +32°C.