მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

2020-08-09 22:12:49

სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს ხმოვანი სიგნალით რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა უშედეგოდ.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, სარკინიგზო საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის ექსპლუატაციის წესისის დარღვევა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.