ქუჩას რუსთაველი მამა-შვილის სახელი მიენიჭა

2020-08-08 17:45:08

თბილისში, სამგორის რაიონში, მდებარე ერთ-ერთ ქუჩას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალის, რუსთაველი ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის, აფხაზეთის ომის მონაწილის, ბადრი გზირიშვილის სახელი მიენიჭა. მოგვიანებით  ვარკეთილში, ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარის ეზოში ვახტანგ გზირიშვილის საფლავთან ჩატარდა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ღონისძიებას ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სამხედრო პირები, თბილისის მერიისა და საკრებულოს, წარმომადგენლები დაესწრნენ.