ქურდობის ფაქტი რუსთავში [video]

2020-08-13 00:41:58

ქურდობის ფაქტი რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVII მიკრორაიონში, ერთერთ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცი შეიჭრა. ბინიდან მოიპარა საყოფაცხოვერბო ტექნიკა, ჭურჭელი და თეთრეული.

ადგილზე მისულ ბინის მესაკუთრეს კარი ღია, ხოლო, სახლიდან, თითქმის ყველაფერი წაღებული დახვდა.

არსებული ინფორმაციით ბინა რამდენიმე დღე დაკეტილი იყო, ხოლო ბინის მეპატრონე ქალაქიდან იყო გასული.

ქურდობის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცავებს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის პოლიციამ მომხდარზე 35 წლამდე მამაკაცი მალევე დააკავა.